ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
რუსეთთან მოლაპარაკებები ჯერჯერობით შეუძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ გვინდა ომის დასრულება, მაგრამ სივრცე და შესაძლებლობები შეიცვალა. საზოგადოებას არ სურს ტერორისტებთან საუბარი. თუმცა საუბარი ტერორისტებთანაც კი შეიძლება, რადგან მათ იციან, რა სურთ“, - აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსული მხარის შემთხვევაში არ არის დარწმუნებული, რომ ისინი დაპირებებს შეასრულებენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ჯერ აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაციამ დატოვოს უკრაინის ტერიტორიები და შეწყვიტოს ტერორისტულად მოქცევა, შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება დიპლომატიაზე საუბარი.
„იმისთვის, რომ ჩვენ გავხსნათ მათთან დიპლომატიური დერეფანი, მათ უნდა დაგვანახვონ პოლიტიკური ნება, რომ მზად არიან, დააბრუნონ უცხო მიწა. მაშინ ჩვენ შეგვეძლება, ვისაუბროთ სულ მცირე რაღაც დერეფნებზე, რომლებიც ხსნიან გარკვეულ დიპლომატიურ ნაბიჯებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.