"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი
1741779265
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში კვლავ მიიწვევს.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები აუცილებელია ომის დასასრულებლად.
"ჩვენ გვინდა უკრაინის ომის დასრულება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს 28 თებერვალს, თეთრ სახლში შეხვდნენ. შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა და კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
შედეგიანი აღმოჩნდა გუშინდელი, 9-საათიანი მოლაპარაკება საუდის არაბეთში, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის. უკრაინა დათანხმდა, მიიღოს შეერთებული შტატების წინადადება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მხარეებმა განიხილეს ასევე ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.