ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
პარკინსონის დაავადების განვითარების რისკი კაცებში ორჯერ მეტია, ვიდრე ქალებში. მეცნიერებს ამის მიზეზის გარკვევა სურდათ და ახალი კვლევის თანახმად, ეს შეიძლება იყოს ცილა თავის ტვინში.
PTEN-induced kinase 1 (PINK1) არის ცილა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიტოქონდრიის ხარისხის კონტროლსა და უჯრედის დაცვაში სტრესისგან. ჩვეულებრივ, ის საფრთხეს არ წარმოადგენს და მნიშვნელოვანია ტვინში უჯრედული ენერგიის მოხმარების რეგულირებისთვის.
მიუხედავად ამისა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ პარკინსონის ზოგიერთ შემთხვევაში, იმუნური სისტემა PINK1-ს მტრად აღიქვამს და ესხმის თავის ტვინის იმ უჯრედებს, რომლებიც ამ ცილასთან არის დაკავშირებული.
კვლევის თანახმად, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ კალიფორნიის იმუნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები, იმუნური სისტემის T უჯრედების მიერ PINK1-თან თავდასხმის შედეგად წარმოებული დაზიანებები ბევრად უფრო გავრცელებულია კაცებში, ვიდრე ქალებში.
„სქესზე დაფუძნებული განსხვავებები (T უჯრედების პასუხებში) ძალიან გასაოცარი იყო. ეს იმუნური პასუხი შეიძლება იყოს კომპონენტი იმისა, თუ რატომ გვხვდება პარკინსონი უფრო კაცებში, ვიდრე ქალებში", — ამბობს იმუნოლოგი ალესანდრო სეტი.
პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების სისხლის ნიმუშების გამოყენებით, მკვლევრებმა სისხლში T უჯრედების რეაქცია სხვადასხვა ცილების წინააღმდეგ გამოცადეს. აღმოჩნდა, რომ PINK1 ამ მხრივ გამორჩეული იყო.
კაცების შემთხვევაში PINK1 ცილა თავდასხმის მასშტაბებს 6-ჯერ ზრდიდა, ხოლო ქალების შემთხვევაში ზრდა 0.7-ჯერ მოხდა.
„ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია განვავითაროთ ახალი თერაპია, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებში T უჯრედებს დაბლოკავს", - ამბობს იმუნოლოგი სესილია ლინდესტამ არლეჰამნი.
მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ და მიაჩნიათ, რომ ეს მათ დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებაში დაეხმარება.