ბიბლიოთეკის ასაშენებლად მიხეილ სააკაშვილმა ღვიძლ ბებიას სახლი დაუნგრია, თვითონ კი, თბილისში სახლი არ აქვს, ერთი აქვს ყვარელში - გია ბარამიძე

გიორგი ბარამიძე

ბიბლიოთეკის ასაშენებლად მიხეილ სააკაშვილმა ღვიძლ ბებიას სახლი დაუნგრია. თვითონ თბილისში სახლი არ აქვს, ერთი აქვს ყვარელში, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, სააკაშვილს სახლი ეღირსა მას შემდეგ, რაც უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.

„ეს ნაძირლები, კრიმინალები ცდილობდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის სახელი გაესვარათ და ლაპარაკობდნენ, რომ მან ფული მოიპარა, სახლში წაიღო, საბანკო ანგარიშებზე მოახდინა აკუმულირება და რაღაც სხვა მიზნით გამოიყენა, ხან 7 მილიარდს იძახდნენ, ხან 9-ს, ხან 17-ს, რას არ მიედ-მოედებოდნენ. ბუნებრივია, რაც არ მომხდარა, რას აღმოაჩენდნენ. პრეზიდენტ სააკაშვილს მართლა პრეზიდენტობის დატოვების შემდეგ თითზე გადასახვევი არ გაუტანია და არ წაუღია. მან ისიც კი გააკეთა, რომ ბიბლიოთეკის ასაშენებლად ღვიძლ ბებიას სახლი დაუნგრია და თვითონ თბილისში სახლი არ აქვს, ერთი აქვს ყვარელში. სახლი ეღირსა მას შემდეგ, რაც უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. იქ მუშაობდა და აქვს უკრაინაში სახლი. ეს არის და ეს. ეს ყველამ კარგად იცის“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე დღეს გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თემურ ჯანაშიას კი, 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.