The economist: სისხლიანი და რთული იქნება უკრაინის მცდელობა, დაიბრუნოს ყირიმი, დასავლეთის მხარდაჭერას ძნელად შეიძლება დაეყრდნოს

ყირიმი

გავლენიანი გამოცემა The economist უკრაინის მიერ ყირიმის გათავისუფლების მცდელობაზე სტატიას აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ კიევის ეს მცდელობა საკმაოდ რთული იქნება, ისევე როგორც ამ მხრივ, დასავლეთის მხარდაჭერა.

The economist-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ყირიმის საკითხმა შესაძლოა რუსეთს ბირთვული ბარიერიც კი გადაალახინოს.

“ვლადიმირ პუტინი იმედოვნებდა, რომ უკრაინას ათ დღეში დაიკავებდა. ცხრა თვის შემდეგ, მას სერიოზული პრობლემები ექმნება იმ ტერიტორიის შესანარჩუნებლად, რომელიც მან უკვე დაკავება. ორი კონტრშეტევის შემდეგ იმპულსი უკრაინის მხარეზეა - ხარკოვის გარშემო ჩრდილო-აღმოსავლეთით და ხერსონის გარშემო სამხრეთით, რომლებიც ჩატარდა მინიმალური დანაკარგით და მაქსიმალური ტრიუმფით. მაგრამ ეს გამარჯვებები ახლა აჩენს პერსპექტივას, რაც შესაძლოა ბევრად უფრო დამამცირებელი იყოს - რუსული უკუსვლა დონბასსა და ყირიმში. ტერიტორია, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 2014 წელს ჩაიგდო ხელში. 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი მიზანი „დაბრუნება ყველა მიწის”. ეს მიდგომა თანხვედრაშია უკრაინის საზოგადოებრივ აზრთან, მაგრამ არა სრულად დასავლელ მხარდამჭერებთან. ისინი შიშობენ, რომ ყირიმის ან დონბასის სამხედრო გზით აღდგენის ოპერაციამ შესაძლოა რუსეთი ახალ ესკალაციამდე მიიყვანოს და ბირთვული ბარიერიც კი გადალახოს“, - წერს The economist.