პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს, რის გამოც გზის სავალი ნაწილი განადგურდა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ტერაქტის ავტორები, დამნაშავეები და დამკვეთები უკრაინის სპეცსამსახურები არიან. FSB-მ დაადასტურა ასეთი დასკვნების მართებულობა. ხიდის შეკეთება დივერსიის შემდეგ თითქმის მაშინვე დაიწყო.
დღეს რუსული მედია, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის, მარატ ხუსნულინის განვცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყირიმის ხიდის პირველი ზოლის მონტაჟი დასრულდა, მეორე კი 11 ნოემბერს დამონტაჟდება.
„დავასრულეთ ყირიმის ხიდის საგზაო ნაწილის პირველი ზოლის მონტაჟი. სპეციალისტების ზუსტი და კარგად კოორდინირებული მუშაობის წყალობით, ოპერაციას 12 საათი დასჭირდა“, - დააზუსტა მან და დასძინა, რომ მეორე შტოს მონტაჟი 11 ნოემბერს არის დაგეგმილი.