თავდაცვაში ყოფნით, ომის მოგება შეუძლებელია - სირსკი

სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ თავდაცვაში ყოფნით, ომის მოგება შეუძლებელია და ამიტომ, უკრაინამ უნდა მოიმოქმედოს ის, რაშიც უპირატესობა აქვს.

უფრო კონკრეტულად, სირსკის ეროვნული ტელემარათონის ეთერში მისი ნათქვამი შეახსენეს ომთან და თავდაცვასთან დაკავშირებით, რაზეც, მან უპასუხა:

„რა თქმა უნდა (ომის მოგება თავდაცვაში ყოფნით, შეუძლებელია). სანამ თავს დაიცავ, უკან დახევა მოგიწევს, ხოლო ჩვენ, იძულებული ვართ, შევინარჩუნოთ თავდაცვის ხაზი და ჩვენი ძალები პრაქტიკულად, ფრონტის მთელ ხაზზე.

ჩვენ უნდა მოვიმოქმედოთ ის, რაშიც უპირატესობა გვაქვს. ჩვენ პირველები ვიყავით მსოფლიოში, ვინც შევქმენით უპილოტო სისტემების ძალები. ჩვენ ამჟამად ვქმნით უპილოტო აპარატების შემადგენელ ნაწილებს. აქტიურად ვავითარებთ რობოტიზებულ პლატფორმებსა და სახმელეთო საბრძოლო პლატფორმებს“, - ამბობს სირსკი.