1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მორიგ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს.
„სოციალურ ქსელებში მტერმა გაააქტიურა ბოტების დიდი ქსელი, რომელიც უკრაინელ ხალხში პანიკისა და სასოწარკვეთის დათესვას ცდილობს. ვრცელდება უამრავი ისეთი შეტყობინება, როგორებიცაა: „უკვე ყველაფერი დაკარგულია“, „დაეხმარეთ კიევს“ (ან ხერსონსა და ჩერნიგოვს, ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე), „ჩვენ ყველამ მიგვატოვა“ და ა.შ. კერძოდ, ახალშექმნილი „პატრიოტული“ გვერდებზე ვრცელდება შეტყობინებები, უკრაინული სიმბოლოებით, უკრაინულ და რუსულ ენებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - გაფილტრეთ ინფორმაცია, ენდეთ მხოლოდ გადამოწმებულ წყაროებს!
აღმოაჩინეთ და დაბლოკეთ ბოტები! ერთად გავიმარჯვოთ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.