პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პროკურატურამ აღმოაჩინა სექს-ტრეფიკინგის ქსელი, რომელიც ლტოლვილ უკრაინელ ქალებს თურქეთში გზავნის. კრიმინალური ბანდა, ქალებს ყალბ რეკლამებს უჩვენებდა, თითქოს მათ უწყინარი სამუშაოები უნდა ჰქონოდათ. ამ ინფორმაციას უცხოური მედია გამოცემა The Guardian ავრცელებს.
კიევის ხელისუფლებამ ბანდის ლიდერი მას შემდეგ დააკავა, რაც რამდენიმეთვიანი თვალთვალის შედეგად კვალზე ერთი ადგილობრივი ქალის მეშვეობით გავიდა, რომელიც თურქეთში გამგზავრებას დასაქმების მიზნით გეგმავდა. ასე შეძლეს 31 წლის მამაკაცის დაკავება, რომელიც ბრალდებულია ტრეფიკინგში.
ბანდამ, სავარაუდოდ, რამდენიმე უმწეო უკრაინელი ქალი დაიქირავა კანონიერი სამუშაოს ცრუ პერსპექტივით და თურქეთში, იძულებით სექსსამუშაოში ჩართეს.
ბრალდებულის სახლში ათასობით დოლარი ნაღდი ფულის სახით, საკრედიტო ბარათები, მათგან ზოგიერთი რეგისტრირებული ჩინეთში და ბლოკნოტია აღმოჩენილი, სადაც ნახეს ჩანაწერები ქალებისა და მათი საქმიანობის შესახებ.
„ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ბევრ ქალს ფინანსური პრობლემა აქვს“, - თქვა ოლეჰ ტკალენკომ, კიევის რეგიონის უფროსმა პროკურორმა, რომელიც ხელმძღვანელობდა გამოძიებას.
„ბევრმა მათგანმა დაკარგა სამსახური. ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით მარტოხელა დედებისთვის. მამაკაცთა ჯგუფმა Telegram-ის არხებში სხვადასხვა ანგარიშები შექმნეს: "შეხვედრები", "გაიცანი შენი მომავალი ქმარი," "ესკორტის სერვისი", ამ გზით მათ ეს ქალები აიყვანეს.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ ქალებს სთავაზობდნენ სამუშაოს, თითქოს მდიდარ მამაკაცებს პრესტიჟულ ღონისძიებებზე უნდა გაყოლოდნენ.
„როდესაც ქალები იქ მივიდნენ, ნახეს, რომ ყველა პროსტიტუციით იყო დაკავებული“, - ამბობს ტკალენკო.
ივნისის დასაწყისში გამომძიებლებმა დაიწყეს დედაქალაქის მახლობლად მცხოვრები მამაკაცის გადაადგილებისა და კონტაქტების თვალყურის დევნება. რამდენიმე კვირის შემდეგ, მისი ერთ-ერთი მსხვერპლის, დონეცკელი ქალის კვალზე გავიდნენ, რომელიც კიევში ცხოვრობდა და სასაზღვრო სოფელ ჩოპისკენ, უნგრეთისკენ მიემართებოდა, შემდეგ ავსტრიაში უნდა ჩასულიყო და იქიდან სტამბოლში.
„ქალი საზღვარზე გავაჩერეთ. მისი დაუცველი მდგომარეობა აშკარა იყო: უფულობა, სარჩენი შვილი, საერთო ფინანსური სირთულეები ომის გამო. ბანდის მეთაურმა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით, იყიდა ბილეთები, მისცა გარკვეული თანხა და მარშრუტი გააცნო. ამ დროს ჩვენ დავაკავეთ მამაკაცი და გავჩხრიკეთ მისი ე.წ „ოფისი“, სადაც აღმოვაჩინეთ უტყუარი მტკიცებულებები“. - ამბობს პროკურორი.
მამაკაცი, სავარაუდოდ, თურქეთში მცხოვრები ქალების ჩანაწერებს ბლოკნოტში ინახავდა. მათი ნამდვილი სახელების ან მეტსახელების ქვეშ მან ჩამოთვალა მათი სამუშაო დღეები და თითოეული სერვისის ფასების სია. დღიური, სადაც სექსუალური ტრეფიკინგის ბანდის სავარაუდო ლიდერი აწარმოებდა ჩანაწერებს, ქალების აქტივობის შეეხებოდა.
„ამ პერიოდში უკრაინაში მამაკაცები და ქალები შეიძლება დაუცველები იყვნენ შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ“, - თქვა ვარვარა ჟლუქტენკომ, უკრაინაში გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კომუნიკაციების ოფიცერი.
„ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი, რომელიც მრავალი წელია ფუნქციონირებს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დასახმარებლად. ომის დაწყებიდან ჩვენ გვყავს ქალები, რომლებიც ეძებენ საცხოვრებელს საზღვარგარეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ისინი პოტენციურ მასპინძლებს უკრაინიდან ინტერნეტით უკავშირდებიან.
„ჩვენ გვქონდა ევროპაში მცხოვრები ბინის მეპატრონის შემთხვევა, რომელმაც უთხრა ქალს, რომ მას შეეძლო დარჩენა მის სახლში სექსის სანაცვლოდ.
„შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჩვენ ვეჭვობთ, რომ ამჟამად, თურქეთში უფრო მეტი ქალია ექსპლუატაციაში. მამაკაცის რვეულში ჩანაწერების მიხედვით, ჩვენ ახლა თურქ კოლეგებთან თანამშრომლობისთვის ვემზადებით“.