პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვენეროლოგი და ფსიქო - სექსოლოგი იოსებ შურღაია ამბობს, რომ სექსუალური პრობლემების მქონე პაციენტების მიმართვიანობამ ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა.
მისი თქმით, პაციენტების ძირითადი ნაწილი პოტენცისაა და ლიბიდოს დაქვეითებას უჩივიან. ექიმის განმარტებით, ასევე გახშირდა მშობლების მიმართვიანობა, რომელთა შვილებსაც საკუთარ ორიენტაციასთან პრობლემები აქვთ.
„მომართვიანობა ყოველთვის იყო, თუმცა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გახშირდა. პაციენტები ძირითადად პოტენციასა და ლიბიდოს დაქვეითებას უჩივიან. პოტენციის დაქვეითებას ჩვენი დღევანდელი ცხოვრების რიტმი, სხვადასხვა პრეპარატების მოხმარების გაზრდა და არაჯანსაღი ცხოვრების წესი იწვევს.
კარდიოლოგიური პრობლემები და შაქრიანი დიაბეტი, წნევა, ეს ყველაფერი ძალიან გაახალგაზრდავდა, რომელიც ახალგაზრდებში გახშირდა, შესაბამისად, ამის ფონზეც პოტენცია ქვეითდება. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები პოტენციაზე თავისთავად უარყოფითად მოქმედებს. რაც შეეხება ქალბატონებს, მათი ძირითადი პრობლემა ანორგაზმიაა.
ასევე, სექსუალურ ჯანმრთელობაზე პორნო საიტებზე დამოკიდებულება უარყოფითად მოქმედებს. სოციალურ ქსელზე მიჯაჭვულობაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის, მას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიც აქვს.
ასევე, საკუთარ სქესში გაურკვევლობის პრობლემით მომართვიანობაც გახშირდა. 2020 წლიდან ამ დრომდე, რამდენიმე ათეულმა თინეიჯერის მშობელმა მომმართა. მათი შვილები საკუთარ სქესში ვერ გაერკვნენ.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ ისევ არსებობს ექიმთან მიმართვიანობის სტიგმა. იმის გამო, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები, შეამჩნევს თუ არა ადამიანი რაიმე ცვილელბას, მაშინვე უნდა მიმართოს ექიმს, რადგან რაც უფრო შორს მიდის პროცესი, მით უფრო რთულია დარღვევის კორექცია.“ - ამბობს იოსებ შურღაია.