სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე- მამაკაცმა ფაქტი კამერით გადაიღო

პოლიციამ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ფაქტი გახსნა. 

თბილისში მამაკაცმა 14 წლის მოზარდთან ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით სექსუალური კავშირი დაამყარა.

განხორციელებული ძალადობა კი შანტაჟის მიზნით ვიდეო კამერით გადაიღო. 

„გაუპატიურება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, გარყვნილი ქმედება ძალადობის გარეშე 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა", - პოლიციამ მამაკაცი აღნიშნული ბრალდებებით დააკავა.

ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გაეცანით პოლიციის ფაილების სიუჟეტს სრულად ლინკზე.