18 წელია ლევანიკოსგან თითო სიტყვას ველოდებით... - რა მოხდა ნათია გოგსაძის ოჯახში

გოგსაძე

დღეს ჩემი შვილის, ლევან გაფრინდაშვილის მეორე სასამართლო პროცესია, თურმე ჯარში გაიწვიეს, პოლიციელი ესაუბრა მას, გააფრთხილა და ის კი არ გამოცხადდა, - ამ შინაარსის პოსტს ჟურნალისტი ნათია გოგსაძე წერს და განმარტავს, რომ მის შვილს უცხო ადამიანებთან კომუნიკაცია უჭირს.

„საგიჟეთში ვცხოვრობთ. დღეს ჩემი შვილის, ლევან გაფრინდაშვილის მეორე სასამართლო პროცესია, (პირველი უჩვენოდ ჩატარებულა) თურმე ჯარში გაიწვიეს, პოლიციელი ესაუბრა მას ( როგორც ეს ვაკე საბურთალოს პოლიციის მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, ადგილები დაფარულია ამ ოქმში), გააფრთხილა და ის კი არ გამოცხადდა.

აი, ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია, 18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით და პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა! ლევანიკოსთან, რომელიც აუტისტია და უცხოებთან საერთოდ არ შედის კონტაქტში... ან რა ენაზე ისაუბრეს, ან რა ნომერზე დაურეკა... უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ამორალური... ნეტავ შემეძლოს ჯარში გავუშვა, ნეტავ. სამწუხაროდ სასამართლო პროცესს ვერ ვესწრები, მაგრამ მის უფლებებს დაიცავენ“, - წერს გოგსაძე სოციალურ ქსელში.