"შემდგომი თავდასხმისთვის რუსი დაქირავებული ჯარისკაცები ახლა ყირიმის ხიდზე ქალაქ ხერსონის მიმდებარედ გადაჰყავთ" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

tavdacva

"რუსეთმა ხერსონში ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ოლქებიდან მობილიზება გამოაცხადა. ამას უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების მიერ მიღებული ინფორმაცია მოწმობს" - წერს ადგილობრივი მედია გამოცემა TCH-ი. 

გამოცემის ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეთა მობილიზებაზე დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 3,5 ათასი ადამიანია. ეს რუსი დაქირავებული ჯარისკაცები ახლა ყირიმის ხიდზე ქალაქ ხერსონის მიმდებარედ გადაჰყავთ. შემდგომი სამხედრო აგრესიისთვის ემზადებიან, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე განხორციელდება”, - ნათქვამია მოხსენებაში.

ამასთან, ცნობილია, რომ ოკუპირებული დონბასიდან მობილიზებულები უკიდურესად დემორალიზებულები არიან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსულ ძალებს შეახსენებს, რომ უკრაინის არმია აგრესორი ქვეყნის სამხედროებს ცოცხლად დარჩენისა და ფულის შოვნის შანსს აძლევს.

"ჩვენ ვთავაზობთ რუს ჯარისკაცებს არჩევანს - დაიღუპონ უსამართლო ომში ან ვაცხადებთ მათზე სრულ ამნისტიას და 5 მილიონ რუბლს კომპენსაციის სახით მიიღებენ თუ ისინი იარაღს დაყრიან და ნებაყოფლობით ჩაბარდებიან", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა.