კაცი, რომელსაც 8 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1727971792
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო შემდეგი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს.
„შემდეგი პანდემიისთვის უნდა მოვემზადოთ. თითოეულ ქვეყანაში ინვესტიცია უნდა ჩავდოთ მონიტორინგში, ადრეულ გამოვლენასა და სწრაფი რეაგირების გეგმებში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიტეტი გავაძლიეროთ“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, საჭიროა გლობალური ფინანსური სისტემის რეფორმირება, რათა მას ყველა ქვეყნისთვის მიუკერძოებლად მუშაობა შეეძლოს.
ანტონიო გუტერეშმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანამ და ყველა მწარმოებელმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ვაქცინის მიწოდებას COVAX-ისთვის და მხარი დაუჭიროს ტესტების, ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების ადგილობრივ წარმოებას.
„თუ თითოეული ადამიანის ვაქცინაციას ვერ შევძლებთ, ახალი ვარიანტები გაჩნდება, რომელიც საზღვრებს მიღმა გავრცელდება და ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკას გააჩერებს“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ ვიდეო - ამირან გამყრელიძე: ზრდა გვექნება, ამის დამალვა არ შიძლება