რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
პარტია „დროამ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეების უკრაინა-რუსეთის ომში იძულებით ჩართვის მცდელობასა და საფრთხეებზე ბრიფინგი გამართა.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის ომში მოქალაქეების ჩართვა არ მოხდეს.
"მოდის ინფორმაცია, რომ გაჰყავთ ადამიანები. ასევე არის შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მოხდეს სავალდებულო გაყვანა ჩვენი მოქალაქეების საოკუპაციო რეჟიმების მიერ.
გარდა პროტესტისა, გარდა იმისა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შევთავაზოთ ჩვენს ტერიტორიაზე მათი უფლებების დაცვა, ჩვენ შეგვიძლია ავამოქმედოთ საერთაშორისო სამართლის მექანიზმები, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და დავიცვათ მათი უფლებები," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.