ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის 2025 წელი ყველაზე წარმატებული იქნება
1731779211
უკრაინაში ომის მეორე თვე დაიწყო - უკრაინელმა სამხედროებმა რუსული დიდი სადესანტო ხომალდი "სარატოვი" გაანადგურეს. შემთხვევა დროებით ოკუპირებული ბერდიანსკის პორტთან მოხდა.
„მტერი აგრძელებს მზაკვრულად სარაკეტო იერიშებს, ცდილობს მთლიანად გაანადგუროს უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი ადგილები. კონცენტრირდება საწვავის საცავებზე, რათა შექმნას ჰუმანიტარული კრიზისი. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით კიევის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონების დროებით ოკუპირებულ დასახლებებში, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ადგილობრივი მოსახლეობის ტერორს. ისინი ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, ძარცვავენ, იტაცებენ და მძევლად იყვანენ სამოქალაქო პირებს. მოკავშირეთა ძალებმა დღის განმავლობაში მოიგერიეს მტრის 7 შეტევა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესსპიკერი ალექსანდრ სტუპუნი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი კი აცხადებს, რომ "რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, უკრაინის საჰაერო ძალების ოთხი სუ-24 თვითმფრინავი ჩამოაგდო:
"რუსეთის საჰაერო ძალების ავიაციამ და საჰაერო თავდაცვამ დღის განმავლობაში ჩერნიგოვის ოლქში უკრაინის საჰაერო ძალების ოთხი სუ-24 თვითმფრინავი ჩამოაგდო. გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურდა 19 უპილოტო საფრენი აპარატი. ხერსონის რაიონში, ჩორნობაივკას აეროდრომთან, უკრაინული სმერჩის 5 რაკეტა ჩამოაგდეს. ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციის და სტრატეგიულმა სარაკეტო ძალებმა, ერთი დღის განმავლობაში უკრაინის 36 სამხედრო ობიექტს დაარტყეს, მათ შორის არის ორი საკონტროლო პუნქტი, ორი საზენიტო სარაკეტო სისტემა, ერთი მრავალჯერადი რაკეტის გამშვები, სამი საბრძოლო საცავი, ორი საწვავის საცავი,"- აღნიშნავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი.