კრემლში ამბობენ, რომ აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს არაოფიციალურად ესწრება

სანქცია

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ესწრება სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის, მაგრამ არ არის რუსული დელეგაციის ოფიციალური წევრი, განაცხადა სამშაბათს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. 

აბრამოვიჩი ხელს უწყობს რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის გარკვეული კონტაქტების უზრუნველყოფას, დასძინა მან.

„ორ მხარეს შორის კონტაქტების დასამყარებლად აუცილებელია ორივე მხარის თანხმობის მიღება. აბრამოვიჩის შემთხვევაში მას აქვს [მის მონაწილეობას] ორივე მხარის თანხმობა“,- აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, აბრამოვიჩი შუამავალი იყო რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში. აბრამოვიჩი არის ერთ-ერთი ადამიანი,  რომელსაც ამ თვის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად სანქციები დაუწესა.

შეხვედრამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს მოწამვლის სიმპტომები აქვთ, თუმცა ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკიმ უარყო.