პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინისთვის ახლა იარაღის მიწოდება „ცეცხლზე ნავთის დასხმაა“. ამის შესახებ იოანემ ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში ისაუბრა.
მიტროპოლიტმა რუსეთ-უკრაინის ომი "ბიძაშვილებს ან ორ ძმას შორის" დაპირისპირებას შეადარა.
„როცა ორი ძმა, ან ორი მეზობელი ერთმანეთში ჩხუბობენ, გარშემოები აშველებენ ხოლმე, შუაში დგებიან და ცდილობენ დაამშვიდონ, დააწყნარონ, როგორ მოვაგვაროთ, გამოსავალი ვიპოვოთ...აქ ვხედავთ ცალმხრივ წაქეზებას ერთი მხარის - აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული, კარგია, რომ ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება უკრაინაში და მშვიდობიან მოქალაქეებს, გაჭირვებაში მყოფ ხალხს ეხმარება, მაგრამ იარაღის მიწოდება ამ დროს, ეს არის ნავთის დასხმა ცეცხლზე.
გასაგებია, რომ თუ იმას მეტი აქვს, ამასაც [ჰქონდეს] რა, მაგრამ მეტი სისხლი დაიღვრება, მეტი ბოროტება მოხდება, იმის მაგივრად, რომ შევთავაზოთ ოთხმხრივი, ათმხრივი ტრიბუნა, აი, გაეროს ტრიბუნა, მთელი მსოფლიოს ქვეყნები მონაწილეობენ, დასვით საკითხი, აი, ერთი მხარე, მეორე მხარე, რა გაქვთ სადაო, იქნებ შესაძლებელია ამის მოგვარება, მაგრამ ვხედავთ, რომ არა, მოლაპარაკებები არ ხდება. არც მანამდე, მინსკის ხელშეკრულება იყო და ირღვეოდა, ვინც გარანტი იყო ხელშეკრულების შესრულების, განზე გადგნენ“,- ამბობს მიტროპოლიტი.