საქართველოს რაგბის კავშირი უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს

რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირი უკრაინაში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად, კლუბებისა და გულშემატკივრების დახმარებით, ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს, – ამის შესახებ რაგბის კავშირმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„უკრაინაში ადგილობრივი მოსახლების მხარდასაჭერად, ქართული რაგბის კლუბებისა და გულშემატკივრების სახელით გროვდება ჰუმანიტარული დახმარება. საჭიროებების სია, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა, დიმიტრი ბასიალაიამ მოგვაწოდა, რომელიც ახლა უკრაინაშია და მეგობრებთან ერთად ზრუნავს ადგილობრივ მოსახლეობაზე და უწევს ამ ყველაფერს ორგანიზებას. დახმარების სურვილის შემთხვევაში, სიაში ჩამოთვლილი საჭიროებები, 31 მარტის ჩათვლის შეგიძლიათ მიიტანოთ შემდეგ ლოკაციებზე:

შევარდენის სანაკრებო ბაზა – თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 112

აია არენა – ქუთაისი, კონსტანტინე გამსახურდიას 65

ბათუმის რაგბი არენა – ბათუმი, გოგლა ლეონიძის 2“, – წერია განცხადებაში.