1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, რომელსაც სოციალურ ქსელში ლევან ჰაუსის სახელით იცნობენ, პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული, თანამემამულეებს სასარგებლო რჩევებს აძლევს. ამჯერად, ომით დასტრესილ ქართველებს, ჰაუსი შემდეგ რჩევას აძლევს.
ლევან ჰაუსი: ცუდად ყოფნა არ არის აპრიორი ცუდი!
ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი გრძნობების, განწყობის, ზოგადად ცხოვრების კონტექსტი.
იზოლირებულად არ შეხედოთ ისეთ კომპლექსურ რაღაცას, როგორიც არის თავის გრძნობა, ყოფნის შეგრძნება.
რა თქმა უნდა, ადამიანი ვერ იგრძნობ თავს კარგად, როდესაც:
ომია
უდანაშაულო მოსახლეობის განადგურებას ვუყურებთ
დედამიწა თავდაყირა დადგა
ვცხოვრობთ შიშში
გვიჭირს ეკონომიკურად
მესამე წელია პანდემია მძვინვარებს
გვენატრება მეგობრები, ახლობელი, უბრალოდ ხალხი
მომავალი ბუნდოვანია
ვართ ავად
ჩვენს გარშემოა ბევრი ავად
და ისევ, ომია!!!
ასეთ სიტუაციებში ჩვენი ფსიქიკა სრულიად ჯანმრთელად რეაგირებს იმ გარემოზე, რომელშიც ვართ.
ცუდ გარემოში ცუდად ყოფნა, როგორც მინიმუმ, ლოგიკურია!
ასე რომ, ჩემო კარგებო, ნუ შეებრძოლებით ლოგიკურ, რეაქტიულ, გამართლებულ ცუდ ხასიათს, განწყობას;
მიიღეთ ეს გრძნობები, გაეცანით, ყური დაუგდეთ მათ.
სევდა, ტკივილი, შიში, ბრაზი აქციეთ ცრემლად, სიტყვად, გეგმად, ქმედებად. ადამიანი ბუნებით ისედაც ჰედონისტია!
სულ მივილტვით სიამოვნებისკენ და თავს ვარიდებთ ტკივილს - ეს ჩვენი ბიოფსიქოლოგიური დიზაინია, პროგრამა, არსებობის არსი.
თანაც ორგანიზმს აქვს ერთგვარი ბიოლოგიური იმპერატივი - ის სულ ცდილობს დაუბრუნდეს ჰომეოსტაზს, ანუ ბალანსს, კარგად ყოფნას.
რაც არ უნდა მოხდეს, ის ამას შეეცდება.
არ ებრძოლოთ, პირიქით, მოეფერეთ საკუთარ თავს!
მიენდეთ საკუთარი ძალის ძალას!
ბრძოლა ისედაც გარდაუვალია და, მოდით, საკუთარი თავის მიმართ მაინც ვიყოთ პაციფისტები ამ ომიანობის ჟამს!
ყოველი მშვიდობის და სიყვარულის დედა, საკუთარი თავის მშვიდობა და სიყვარულია!
ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ. თქვენი ექიმი ჰაუსი.