პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოხარული ვარ წევრი ქვეყნების მიერ მიღწეული შეთანხმებით. სანქციების მეექვსე პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანია. მიღებული ზომები შესაძლებლობას გვაძლევს წლის ბოლომდე თითქმის 90%-ით შევამციროთ რუსული ნავთობის იმპორტი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია.
„რუსული ნავთობის დარჩენილ 10%- ზე მსჯელობას, რომელიც მილსადენით მიღებულ ნავთობს ეხება, მალე დავუბრუნდებით. მეექვსე პაკეტის სხვა ელემენტებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს SWIFT-იდან რუსული „სბერბანკის“ გათიშვას. ეს არის ყველაზე მსხვილი ბანკი",- აცხადებს ფონ დერ ლაიენი.
ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც ამ ეტაპზე რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტის აკრძალვას მოიცავს. კერძოდ, აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით მიწოდებულ ნავთობს. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა 90 პროცენტამდე გაიზრდება.