სამწუხარო ინფორმაცია უკრაინიდან - დონეცკის ოლქში ქალაქს ოკუპანტები აკონტროლებენ, მძიმეა ვითარება სევეროდონეცკშიც

war

"დონეცკის ოლქში, ქალაქი ლიმანი ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა" - ამ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა YNIAN Telegram არხზე ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ბრძოლები ქალაქის ირგვლივ ახლაც მიმდინარეობს. 

ასევე, მძიმეა ვითარება სევეროდონეცკში, სადაც ოკუპანტებმა წინსვლა შეძლეს. 

იქ ამჟამად, ქუჩის ბრძოლები გრძელდება.

"ოკუპანტებმა შეძლეს გარეუბანიდან ქალაქის ცენტრამდე წინსვლა, ახლა იქ არიან, სადაც არის სასტუმრო "მირი" ქუჩის ბრძოლები ქალაქში გრძელდება", - ამბობს ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელი  სერხი გაიდაი. 

ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენას ურჩევენ. გაიდაიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონიდან ევაკუაცია შეჩერებულია უსაფრთხოების სიტუაციის დასტაბილურებამდე.