პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სამხრეთ კორეული კომპანიის „სამსუნგის“ ინფორმაციით, ბოლო დღეებში განვითარებული გეოპოლიტიკური მოვლენების გამო, რუსეთში მათი პროდუქციის შეტანა შეჩერებულია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ამით „სამსუნგი“ შეუერთდა მსგავსი პროფილის ისეთ კომპანიებს, როგორიც არის „Apple Inc“ და „Microsoft Corp“.
აღნიშნულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა რუსეთში გაყიდვები და მომსახურება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეწყვიტეს.
„სამსუნგი“ აქტიურად აკვირდება უკრაინაში არსებულ რთულ ვითარებას. არსებული ცნობით, რუსეთში „სამსუნგი“ ყველა პროდუქტის ექსპორტს აჩერებს - მათ შორის ჩიპების, სმარტფონების, სამომხმარებლო ელექტრონული მოწყობილობების მიწოდებას.