რუსული ჯარები უკრაინაში სიდიდით მეორე ბირთვულ ობიექტს უახლოვდებიან - აშშ-ის წარმომადგენელი გაეროში

ზაპარიჟიე

რუსული ჯარები უკრაინაში სიდიდით მეორე ბირთვულ ობიექტს უახლოვდებიან. ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, იუწყება CNN.

„რუსული ძალები ახლა 20 მილის მოშორებით არიან და უახლოვდებიან უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვულ ობიექტს“, - თქვა მან, სადგურის დასახელების გარეშე.

უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვული ობიექტი, ელექტროენერგიის წარმოების თვალსაზრისით, არის სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური მიკოლაევის ოლქში, სამხრეთ უკრაინაში.

„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეაჩეროს ეს ჰუმანიტარული კატასტროფა ამ ომის დამთავრებით და უკრაინელ ხალხზე ამ უსირცხვილო თავდასხმებით“, - დასძინა ელჩმა.

თომას-გრინფილდმა თქვა, რომ კვლავ საფრთხედ რჩება ის თავდასხმები, რაც  ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს დილით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი „ბირთვულ ტერორში“ დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები თავს დაესხნენ ატომურ ელექტროსადგურს სამხრეთ უკრაინაში.