1740372372
საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს - Milan-ს და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს - Caesar-ს მიაწვდის, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Ouest-France-თან ინტერვიუში განაცხადა.
"უკრაინას მნიშვნელოვან აღჭურვილობას კვლავ ვაწვდით, მათ შორის, Milan-ს და Caesar-ს. ვფიქრობ, ეს უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ომში არ უნდა ჩავერთოთ", - განაცხადა მაკრონმა.