რუსულმა ძალებმა 30 850 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 30 850 ჯარისკაცი დაკარგეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, 24 თებერვლიდან 2 ივნისამდე მტრის დანაკარგი ასევე მოიცავს 1363 ტანკს, 3354 ჯავშანმანქანას, 661 საარტილერო სისტემას, 207 მრავალჯერად გამშვებ სარაკეტო სისტემას, 95 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 210 თვითმფრინავს, 175 ვერტმფრენს, 2325 საავტომობილო ტექნიკასა და საწვავის ავზს, 13 ერთეულ გემს/კატერს, 521 უპილოტო საფრენ აპარატს, 51 ერთეულ სპეცტექნიკას, 120 ფრთოსან რაკეტას.

ასევე ნახეთ:

👉 ვლადიმერ პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ - UNIAN

👉 VIDEO: რუსეთში, ბოლო ზარზე, პუტინს და უკრაინის ომს დაუპირისპირდნენ