„რუსული სპეცსამსახურები აპირებენ სამოქალაქო ობიექტების აფეთქებას დონეცკში და ამაში უკრაინის დადანაშაულებას“ - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვა

„რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დანაღმულია რამდენიმე სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტი დონეცკში, მათი შემდგომი აფეთქების მიზნით“ - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია საუბარი.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დანაღმულია რამდენიმე სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტი დონეცკში, მათი შემდგომი აფეთქების მიზნით.

ეს მიზნად ისახავს ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის დესტაბილიზაციას და ქმნის საფუძველს უკრაინის ტერორისტულ თავდასხმებში დადანაშაულებისთვის. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დონეცკის მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, - ნათქვამია განცხადებაში. 

სხვა სიახლეები