ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1730231664
ლუგანსკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა ლუგანსკიდან რუსეთში მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა. ოკუპირებულ ლუგანსკამდე, რუსეთში მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკაშიც.
"რუსეთის ფედერაცია მზადაა უზრუნველყოს ორგანიზებული მიღება და თავის ტერიტორიებზე ლუგანსკის ხალხის განთავსება. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა კაცს, ვისაც ხელში იარაღის აღება შეუძლია, რომ თავიანთი მიწა დაიცვან" - ამბობს ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელი ლეონიდ პასეჩნიკი.
პასეჩნიკმა, უკრაინული ძალები დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებულ რეგიონებში შეთნახმების 29-ჯერ დარღვევაზე და 13 ასეთი ქალაქი ჩამოთვალა.
ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტმა, დენის პუშილინმა, დღეს რეგიონიდან რუსეთში მასობრივი ევაკუაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
პუშილინი აცხადებს, რომ გასულ თვეებში უკრაინის მხრიდან სამხედრო პერსონალისა და ლეტალური იარაღის ყოველდღიურ ზრდას აკვირდებოდნენ და რომ უკრაინა ახლა დონბასის ძალადობრივი გზებით დაკავებისთვის მზადაა.
უფრო ადრე უკრაინის დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ დე ფაქტო ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია რუსეთში, რადგან ვითომ მოსალოდნელია უკრაინის არმის მხრიდან თავდასხმა.
18 თებერვალს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა მოუწოდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას, არ დაუჯერონ რუსეთის პროპაგანდისტულ განცხადებებს „უკრაინის თავდასხმის შესახებ“. მისი თქმით, უკრაინა მხოლოდ თავს იცავს. უკრაინის საზღვრებთან შარშან დეკემბრის შემდეგ რუსეთის ჯარის მოზღვავების ფონზე დასავლეთში შიშობენ, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას ამზადებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის ძალები ემზადებიან უკრაინაზე თავდასხმისთვის „უახლოეს დღეებში“, შეჭრის წინ კი მოხდება ყალბი თუ ნამდვილი თავდასხმები და დაიწყება დეზინფორმაციის კამპანია, რომელმაც უნდა გაამართლოს შეჭრა.