აშშ-ის საელჩო უკრაინიდან თანამშრომლების ევაკუაციას იწყებს

ევაკუაცია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახებისთვის განკარგულება გასცა, ორშაბათიდან ქვეყნიდან ევაკუაცია დაიწყონ. ინფორმაციას ამის შესახებ „The Guardian“-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მათთან საუბარში განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მომავალ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, დაიწყონ უკრაინის დატოვება კომერციული ავიარეისებით, „სანამ ისინი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“.

უკრაინის პრეზიდენტი, ამ თემაზე ენტონი ბლინკენსაც ესაუბრა და უთხრა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამგვარი ნაბიჯი გადაჭარბებული რეაქციაა. პარალელურად, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მობილიზაცია გრძელდება, გრძელდება რუსეთის მუქარაც. კიევი კი მეგობარი ქვეყნებისგან სამხედრო დახმარებას იღებს.

ზელენსკიმ მოსახლეობას შეახსენა, რომ ახალი არაფერი ხდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებში შიშის განცდა მაღალია. ასეა ხარკოვშიც, რომელსაც რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 50-მდე კილომეტრი აშორებს.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა.