რუსული ძალები კრემინაში შევიდნენ, შეტევა დაიწყო, ევაკუაცია ახლა შეუძლებელია - ჰაიდაი

ჰაიდაი

რუსული ძალები აღმოსავლეთ ლუგანსკის რეგიონში მდებარე ქალაქ კრემინში შევიდნენ, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, იბომბება.

„რუსები ქალაქში უზარმაზარი ტექნიკით შევიდნენ, შეტევა დაიწყო. ევაკუაცია ახლა შეუძლებელია. ჩვენ ევაკუაციას ვგეგმავდით ტყის ბილიკების გავლით, რათა ხალხი არ დაშავებულიყო, მაგრამ ღამით სიტუაცია შეიცვალა. სანამ ქალაქში ბრძოლა მიდის, არარეალურია იქ დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის დათვლა”. - განაცხადა ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ.

ჰაიდაის თქმით, რეგიონის მიმდებარედ ორი ადამიანია დაღუპული, ზოლოტეში კი ოთხი დაშავებულია, ხოლო რუბიჟნეში, დანგრეული შენობის ნანგრევებიდან შვიდი ადამიანი ამოიყვანეს.