პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსული არმიის დანაშაული უკრაინელების წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უპრეცედენტოა. ამის შესახებ ზელენსკიმ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"რუსეთის ფედერაციის დანაშაულები უკრაინის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით უკრაინელების წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უპრეცედენტოა. უკრაინის ქალაქები, ჩვენი დასახლებები და სოფლები უბრალოდ ნადგურდება რუსული არტილერიის მიერ. არა ერთი, არც ორი, არამედ, ათობით ასეთი დანგრეული ქალაქი და სოფელია.
აღმოჩენილია ფილტრაციის ბანაკები. ხდება უკრაინელების იძულებითი დეპორტაცია რუსეთში, 2 მილიონზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ასევე, ხდება უკანონო შვილად აყვანა რუსულ ოჯახებში ჩვენი უკრაინელი ბავშვების, რომლებიც რეალურად გაიტაცეს უკრაინიდან. ეს ყველაფერი რეალურია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.