დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის საჰაერო ოპერაციების რაოდენობა უკრაინაში საგრძნობლად შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსული თვითმფრინავი ახლა უკრაინაში დღეში ათობით ოპერაციას ასრულებდნენ, როცა 2022 წლის მარტში ისინი 300-მდე ოპერაციას ასრულებდნენ.
„ეს კლება დიდი ალბათობით უკრაინული საჰაერო დაცვის სისტემების განგრძობადი საფრთხის, რუსული თვითმფრინავებისთვის საფრენ დროს შეზღუდვის და ამინდის გაუარესების შედეგია.
იმის გამო, რომ რუსეთის სახმელეთო თავდასხმების ტაქტიკა დიდწილად დამოკიდებულია ვიზუალურ იდენტიფიკაციაზე და უმართავ სროლაზე, რუსეთის საჰაერო ძალები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ სახმელეთო ოპერაციებს დაბალი რაოდენობით ზამთარში, ცუდი ამინდის პირობებში“, - წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.
რუსეთმა უკრაინაში 60-ზე მეტი თვითმფრინავი დაკარგა.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 05 December 2022
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) December 5, 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/pmOwk4EqC5
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/KEWi93TjT1