„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
11 ნოემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მიკოლაევს შეუტიეს - დაღუპულია 5 ადამიანი, განადგურებულია სახლები, ტრანსპორტი, გათბობის ქსელი, - ინფორმაცია საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიტალი კიმის ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
ოკუპანტების შეტევის შედეგად დაჭრილია 45 წლის ქალი, რომელმაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ფსიქოლოგიური დახმარებისთვის შესაბამის სამსახურებს 22 ადამიანმა მიმართა.
შეტევა განხორციელდა დასახლებულ რაიონზე. მრავალსართულიან კორპუსსა და კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.
„ერთი კერძო სახლი განადგურებულია, რამდენიმე დაზიანებული, მათ შორის - მრავალსართულიანი. განადგურებულია ორი მსუბუქი ავტომობილი. აფეთქების ტალღამ გაანადგურა ბინები, ოთხი მაღაზია, დაზიანდა გათბობის ქსელი“, - განაცხადა კიმმა.
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
1733138019