გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1738357382
რუსულმა ძალებმა ქალაქ ოდესის ისტორიულ ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, სარაკეტო დარტყმამ იუნესკოს მიერ დაცულ ზონაში ნგრევა გამოიწვია. ვრცელდება ცნობა 7 დაშავებულის შესახებ.
დაზიანდა იუნესკოს გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი შენობა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსული ძალების დარტყმის მომენტში სასტუმრო „ბრისტოლში“ ნორვეგიელი დიპლომატები იმყოფებოდნენ. როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, შეტევა სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა, რომელთა დაჭერა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის რთულია.
რუსეთს ოდესაზე სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.