რუსი სამხედროები მუდმივად ძარცვავენ მაღაზიებსა და აფთიაქებს, არის მკვლელობის, წამებისა და გაუპატიურების შემთხვევები - უკრაინის დაზვერვა

ჯარი

„ოკუპანტების არმია, ფაქტობრივად, აკანონებს ძარცვას იმით, რომ თავის სამხედროებში „თვითკმარობაზე“ გადასვლის ბრძანება გასცეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

„შეტევის წარუმატებელი მცდელობის გამო, დამპყრობლები იძულებულნი არიან, რომ შეცვალონ ტაქტიკა. მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პრობლემებისა და დიდი დანაკარგების გამო, ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი ქვედანაყოფების სათანადოდ უზრუნველყოფას საწვავით, საკვებით, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით.

სამხედროები გადასული არიან „თვითკმარობაზე“, ისინი მუდმივად ძარცვავენ მაღაზიებსა და აფთიაქებს.

გარდა ამისა, მათ ქმედებებს თან ახლავს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის მრავალი შემთხვევა: მკვლელობა, წამება, გაუპატიურება. ეს არის ოკუპანტი სახელმწიფოს მიზანმიმართული ტერორისტული პოლიტიკა, წახალისებული მისი ხელმძღვანელობის მიერ“, - აღნიშნულია განცხადებაში.