პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი მიმართვას ავრცელებს, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ალექსი რეზნიკოვი ინტელექტუალური თამაშების მოყვარულთა მოძრაობის წევრებს მოუწოდებს გააკეთონ ყველაფერი, რომ დაუყოვნებლივ შეაჩერონ კრემლის საბრძოლო ავანტიურა.
„მოგმართავთ, არა როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ბოროტების დასაძლევად ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ. მრავალი წელია, რაც ინტელექტუალური თამაშების მოყვარულთა მოძრაობის წევრი ვარ. მივმართავ მოძრაობის ყველა წევრს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რუსეთში, ბელარუსში და ისრაელში.
ვფიქრობ, აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში და ყაზახეთშიც მომისმენენ. განსაკუთრებით მინდა მივმართო რუსეთის ინტელექტუალური ცენტრების მცხოვრებლებს. თქვენ კარგად გრძნობთ, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი. თქვენ იცით, რომ რუსეთი ბომბავს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, კლავს ქალებსა და ბავშვებს. მხოლოდ მარიუპოლში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა სამშობიარო საავადმყოფო დაბომბეს, ორ კვირაში ათას ხუთასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს არის დაპყრობითი ომი, რომელსაც რუსეთი წააგებს.
არ მოგიწოდებთ ესროლოთ ეფესბეშნიკებს. აუხსენით ხალხს, რომ ეს არის კრიმინალური ომი, რომელიც კლავს თქვენს ქვეყანას. იფიქრეთ თქვენს პოზიციაზე. აღარ გამოვა გაცვალოთ თავისუფლება და კომფორტი უსაფრთხოებაზე. ჭკვიანი წიგნების მიღმა ვერ დაიმალები. ახლა არის მომენტი, როდესაც თქვენი ქვეყნის ბედი წყდება. თქვენი პირადი ბედი, თქვენი საყვარელი ადამიანების ბედი. თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რომ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ კრემლის საბრძოლო ავანტიურა, რომელმაც უკვე ათასობით სიცოცხლე წაიღო“, - აცხადებს ალექსი რეზნიკოვი.