1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დიმიტრი მედვედევის მეუღლის, სვეტლანას სახელს, 11 მილიონ დოლარად შეფასებული იახტა ატარებს, რომელიც ახლა ფინეთის ნავსადგურშია გაჩერებული და საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ქონების წარმომავლობას ფინეთის საგამოძიებო უწყებები არკვევენ. ნავსადგურის ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ რუსული დროშის ქვეშ მცურავი იახტა ფინეთში სანკტ-პეტერბურგიდან შევიდა.
იახტა ბოლო დრომდე კვიპროსში დაფუძნებულ კომპანია „ფერსინა ლიმიტედზე“ იყო რეგისტრირებული, რომლის აქტივებსაც, დიმიტრი მედვედევის კლასელი - ილია ელისეევი მართავს. ზუსტად 24 თებერვალს ანუ უკრაინაში ომის დაწყების დღეს, საკუთრებას მფლობელი შეეცვალა და მაღალი კლასის იახტა მართვაში სააქციო საზოგადოება „კონსტანტას“ გადაეცა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც მედვედევის ოჯახის ფინანსებს განკარგავს.
ევროპის ტერიტორიული წყლების დატოვება ვერ შეძლო რუსი ოლიგარქის ანდრეი მელნიჩენკოს იახტამაც. 600 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება, იტალიის პოლიციამ დააყადაღა. იახტები ჩამოერთვათ სხვა მილიარდერებსაც: გერმანიაში ალიშერ უსმანოვს, საფრანგეთში იგორ სეჩინს, ბრიტანეთში კი რომან აბრამოვიჩს, რომელიც ისრაელში არ შეუშვეს. ოლიგარქი ბოლოს თელ-ავივის აეროპორტში დააფიქსირეს, საიდანაც ის სტამბოლის გავლით მოსკოვში დაბრუნდა. ესპანეთში დააკავეს პუტინთან დაახლოებული კიდევ ერთი მილიარდერის, კგბ-ს ყოფილი ოფიცრის სერგეი ჩემეზოვის 140 მილიონიანი იახტაც.
სანქციებს და დაყადაღებას გადაურჩა იახტა „გრეისფული“, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, პირადად ვლადიმერ პუტინის საკუთრებაა. 700 მილიონ დოლარად შეფასებული ფეშენებელური საზღვაო ტრანსპორტი, ჰამბურგის გემთმშენებელ ქარხანაში რეკონსტრუქციის პროცესში იყო, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, მოულოდნელად ყველა სამუშაო შეწყდა და იახტა კალინინგრადში დაბრუნდა.
პუტინისგან განსხვავებით, ქონების კონფისკაციას ვერ გადაურჩა მისი გარემოცვა. აშშ-ის, კანადის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, სანქციებს შეუერთდა იაპონიაც. ოფიციალურმა ტოკიომ აქტივები ჯამში 61 რუს მაღალჩინოსანს და ოლიგარქს გაუყინა.