დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, კუნძულ ზმეინთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული მესაზღვრეები ცოცხლები არიან.
„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ გავიგეთ, რომ ჩვენი ძმები ცოცხლები არიან და თავს კარგად გრძნობენ! რუსული პროპაგანდა ცდილობს გაავრცელოს „სიახლე“, რომ თითქოს უკრაინის ხელისუფლებამ ისინი „დაივიწყა“ და „დამარხა“.
ოკუპანტებს „დაავიწყდათ“ აღენიშნათ, რომ მათ მთლიანად გაანადგურეს კუნძულის ინფრასტრუქტურა: შუქურები, კოშკები, ანტენები და ა.შ. შესაბამისად, კუნძულთან კომუნიკაცია შეწყდა. თანამშრომლებთან დაკავშირებისა და მათი ბედის გარკვევის განმეორებითი მცდელობები უშედეგო იყო, რუსეთის ფედერაციის ხომალდებისა და თვითმფრინავების გამუდმებული დაბომბვა არ იძლეოდა საზღვაო ქვეითებისთვის დახმარების მიწოდების საშუალებას. მოუთმენლად ველით ჩვენს ძმებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.