„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
რუსეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მოსწავლეები მოუსმენენ ვირტუალურ გაკვეთილს - „რატომ არის უკრაინის განმათავისუფლებელი მისია აუცილებელი“. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთი განათლების სამინისტროს ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მოსწავლეებს ასწავლიან, „ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებისა და ვიდეოების უზარმაზარ ნაკადში, როგორ განვასხვაოთ სიმართლე ცრუ ინფორმაციისგან“.
მოსწავლეები შეისწავლიან „რატომ არის NATO საფრთხის შემცველი“ და „რატომ უჭერს მხარს რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას“.
„მედუზა“ წერს, რომ გაკვეთილს წაიკითხავენ ტელეწამყვანი სოფია ხომენკო, სრულიად რუსეთის ხალხური ფრონტის ცენტრალური შტაბის წევრი დენის პოლონჩუკოვი და, როგორც ვარაუდობენ, სამხედრო ისტორიის ექსპერტი პეტრო იშკოვი.
გაკვეთილი მოსკოვის დროით 12 საათზე დაიწყება.