საფეხბურთო გუნდი „რევანში“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1735152088
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცხადდა. რაკეტები „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაუშვეს.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსული ძალები უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას ახორციელებენ. სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, ვინიცის, პოლტავის, ხმელნიცკის და ივანო ფრანკოვსკის რეგიონები.
ყველაზე მასშტაბური თავდასხმა რუსეთის არმიამ ხარკოვის რეგიონზე განახორციელა, სადაც სამი ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ორის მდგომარეობა მძიმეა. რუსული დარტყმების შემდეგ რამდენიმე ხანძარი გაჩნდა და დაზიანდა სამოქალაქო არასაცხოვრებელი ინფრასტრუქტურა.
მანამდე, უკრაინის საჰაერო თავდაცვა რუსული კამიკაძე „შაჰედის“ ტიპის თვითმფრინავების მორიგი თავდასხმის მოსაგერიებლად გააქტიურდა. საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის 10 რეგიონში და დედაქალაქ კიევში.