1740914281
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 177 დრონი გაუშვა, არის მსხვერპლი

რუსეთმა გვიან ღამით უკრაინის მიმართულებით 177 დრონი გაუშვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 110-ის ჩამოგდება შეძლეს.
რუსეთმა იერიში ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე მიიტანა.
კიევის ოლქში, ბუჩის რაიონში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ამავე რაიონში დაზიანდა ხუთი კერძო სახლი, ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ორი ავტოფარეხი და სამი ავტომობილი.