1731928841
რუსეთმა სუმი დაბომბა - დაღუპულია 11 ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაშავებულთა რაოდენობა 68 აღწევს. მედიის ცნობით, რაკეტები სუმიში მდებარე ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია.
დაბომბვის გამო ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შუქის გარეშე დარჩა, მათ შორის საავადმყოფოც, სადაც დაშავებულები იყვნენ გადაყვანილი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ 18 და 19 ნოემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.