სიახლე პენსიონერებისთვის, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
1731785166
ეს არის მავნებელთა ჯგუფი და რასაკვირველია, მავნებელთა ჯგუფის მოქმედებები, ყველაფერი დაკავშირებული იქნება მავნებლობასთან, დესტაბილიზაციის მცდელობასთან, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით.
„ჩვენ უკვე არაერთხელ ვიხილეთ, კიდევ განმეორებით მოვისმინეთ და ალბათ ყოველდღე უნდა მოვისმინოთ და განსაკუთრებით, ჩვენს ახალგაზრდებს მოვასმენინოთ ის ფარული ჩანაწერები და ღია განცხადებები, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას დაამხონ ეს ქვეყანა და რევოლუციური პროცესი განავითარონ. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ყველაზე ძალიან უჭირს თავი დააღწიოს იმ გამოწვევებს, რომელიც მის გარშემო და ზოგადად, მსოფლიოში შეიქმნა. ეს არის მავნებელთა ჯგუფი და რასაკვირველია, მავნებელთა ჯგუფის მოქმედებები, ყველაფერი დაკავშირებული იქნება მავნებლობასთან, დესტაბილიზაციის მცდელობასთან“, - აღნიშნა ვოლსკიმ.