1738354266
რუსეთმა ოდესის ისტორიული ცენტრი დაბომბა
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
სარაკეტო დაბომბვის სამიზნე გახდა ოდესის ისტორიული ცენტრი. დაბომბვამ სასტუმრო „ბრისტოლი“ დააზიანა, რომელიც ოდესის ერთ-ერთი ძველი შენობაა.
ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის განცხადებით, „იუნესკოს“ დაცულ ტერიტორიაზე დიდი ზარალი და ნგრევაა, დაზიანებულია გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი შენობა.
ოდესაზე რუსეთის თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო ბალისტიკური დარტყმა. „თავდასხმები იყო უბრალოდ ქალაქზე, ჩვეულებრივ სამოქალაქო შენობებზე. ისევ და ისევ: საჰაერო თავდაცვა არის უპირველესი პრიორიტეტი, ჩვენ ვმუშაობთ ყველა პარტნიორთან, რათა მეტი დაცვა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.