თენგიზ შარმანაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე: ამერიკის ახალი ადმინისტრაცია გამოირჩევა იმით, რომ მიკიბ-მოკიბვით ლაპარაკი არ უყვარს, ყველა პრობლემას ღიად ასახელებს და შემდეგ ღიად აპირებს მის აღმოფხვრას

თენგიზ შარმანაშვილი

ამერიკის ახალი ადმინისტრაცია გამოირჩევა იმით, რომ მიკიბ-მოკიბვით ლაპარაკი არ უყვარს, ყველა პრობლემას ღიად ასახელებს და შემდეგ ღიად აპირებს მის აღმოფხვრას, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

იგი ამგვარად აფასებს უკრაინაში ომის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას, რომ „ეს არის მარიონეტული ომი ბირთვულ ძალებს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, სადაც ამერიკა უკრაინას ეხმარება”

„რუბიომ განაცხადა, რომ ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის. მან პირდაპირ თქვა, რომ ეს არის „პროქსი ომი“ ამერიკასა და რუსეთს შორის. აქამდე ასეთი განცხადება ჯერ არ მოგვისმენია. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია გამოირჩევა იმით, რომ მიკიბ-მოკიბვით ლაპარაკი არ უყვარს, ყველა პრობლემას ღიად ასახელებს და შემდეგ ღიად აპირებს მის აღმოფხვრას“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონფლიქტი უკრაინაში ამერიკასა და რუსეთს შორის პროქსი ომს წარმოადგენს.