„ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს...“ - ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1767950992
ამ დროისთვის მტერმა „აზოვსტალზე“ შტურმის მცდელობები შეწყვიტა, ხარკოვისკენ კი, ახალი იერიშები აღარ წამოუწყია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით,დონეცკის მიმართულებით რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა ქალაქ რუბეჟნოეზე სრული კონტროლის მოპოვებაზეა მიმართული. ოკუპანტები ასევე ცდილობენ იერიშს ლიმანის დასახლებისკენ.
უკრაინული მხარის განცხადებით, მოწინააღმდეგე იერიშისთვის ემზადება და საარტილერიო ცეცხლი აქვს გახსნილი სვეტლოდარსკისა და ტროიცკოეს დასახლებებისკენ.
.