„რუსეთი ჯერჯერობით არცერთ შეთავაზებულ ვარიანტს არ დათანხმდა“ - რა ელის "აზოვსტალს?!"

ზელენსკი

რუსეთი არ ეთანხმება "აზოვსტლიდან" სამხედროების გადარჩენის შემოთავაზებულ ვარიანტებს - უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს განცხადება მალტაში, პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა. 

როგორც ის ამბობს, რუსეთი არ ეთანხმება უკრაინის არცერთ შეთავაზებულ ვარიანტს მარიუპოლში, უკრაინელი სამხედროების გადარჩენისთვის.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია აკეთებს. 

"მცველები ჯერ კიდევ მარიუპოლში რჩებიან. ისინი წინააღმდეგობას უწევენ, აზოვსტლის ქარხნის ტერიტორიაზე ბრძოლას აგრძელებენ.

ჩვენ ყველა შესაძლო დიპლომატიურ იარაღს ვიყენებთ, რათა მათი გადარჩენა მოხერხდეს, მაგრამ რუსეთი ჯერჯერობით არცერთ შეთავაზებულ ვარიანტს არ დათანხმდა“.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ პარტნიორებს საჭირო იარაღი მარიუპოლის დებლოკირებისთვის და ადამიანთა გადარჩენისთვის სთხოვა, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირების.

”ჩვენ არ გვაქვს ის იარაღი და ზუსტად ის მოცულობა, რაც საჭიროა მარიუპოლის დებლოკირებისთვის”, - თქვა მან.

ზელენსკიმ გამოსვლისას პარალელი მალტის ბრძოლასთან გაავლო, რომელიც 1942 წელს იყო და კუნძულს ბრიტანეთი და შეერთებული შტატები დაეხმარნენ.