რუსებმა „აზოვსტალზე“ შტურმი განაახლეს

დაბომბეს

მას შემდეგ, რაც გაერო-ს კოლონამ დონეცკის ოლქი დატოვა, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი განაახლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ რაც გაერო-ს კოლონამ დონეცკის ოლქი დატოვა, ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს. კერძოდ, ისინი შეეცადნენ ხიდის გავლით გარღვევას, თუმცა, წარუმატებლად", - აღნიშნავს მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო.

ცნობისათვის, 7 მაისს „აზოვსტალიდან“ ყველა ბავშვის, ქალისა და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა.