არესტოვიჩმა განმარტა, რა სამხედრო დავალებებს ასრულებდა ჩაძირული სამხედრო ხომალდი „მოსკოვი“

მოსკვა

რუსული სამხედრო ხომალდი „მოსკოვი“ ჩაიძირა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი განმარტავს, რა ფუნქციას ასრულებდა ხომალდი რუსებისთვის. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

როგორც იგი განმარტავს, წყალქვეშა კრეისერი საოკუპაციო ძალების მთელ ხერსონის ჯგუფს საჰაერო დაფარვას უწევდა.

„კრეისერი უზრუნველყოფდა საჰაერო თავდაცვას დესანტისთვის, ბორტზე იყო დიდი რაოდენობით საზღვაო დაფუძნებული S-300 სისტემები, ამიტომ ის შესანიშნავ დამცავ ქოლგას წარმოადგენდა“, - თქვა მან.

უკრაინისთვის რუსული კრეისერის დაკარგვა კარგი ნიშანია - ეს შეამსუბუქებს უკრაინის ავიაციის მდგომარეობას სამხრეთ მიმართულებით, მიიჩნევს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი.

ცნობისთვის,  სამხედრო ხომალდი, რომელიც „საბრძოლო მასალის აფეთქებით დაზიანდა“, ბუქსირებისას ჩაიძირა.