არესტოვიჩი: პუტინს ძალიან უნდა სადმე ბირთვული იარაღი გამოიყენოს

ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინასთან ომში დამარცხების რეალური შესაძლებლობის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენებას მიმართოს.

„ვფიქრობ, რომ პუტინს სურს, სადმე გამოიყენოს რაიმე სახის ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შიშები არსებობს“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

ამასთან, არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო პუტინს მსგავს საქციელს არ აპატიებს. 

„ვთქვათ, მათ გამოიყენეს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. რა იქნება შემდეგ? მთელი მსოფლიო, გამონაკლისის გარეშე, მიხვდება, რომ საქმე გვაქვს შეშლილ მანიაკთან, რომელიც არაფერზე ჩერდება“, - განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.